2012-09-07
ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (www.myakhmeta.ge) გამოქვეყნებული მრავლობითი ინფორმაციის მეშვეობით შეუფარავად ხორციელდება მთავარი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია და ამავდროულად, მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას აქვს ადგილი. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებ...
2012-06-25
2012 წლის 25 ივნისს N24-ე ომალოს უბანზე პოლიციელმა ზურაბ ფარეულიძემ სახლიდან გამოყარა კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები მარინა გაურგაშვილი და ნანა ციხესაშვილი და ამავდროულად თანასოფლელები გააფრთხილა, ვინც მათთან ითანამშრომლებდა დახმარებები მოეხსნებოდათ....
2012-07-06
კოალიცია "ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა სიების გადამოწმება, რომელიც კარდაკარის პროგრამით ხორციელდება, რეგისტრატორებზე ზეწოლებით მიმდინარეობს.
2012 წლის 6 ივლისს ახმეტის N1 ჟალურის უბანზე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების - კარდაკარის განხორციელების დროს, რეგისტრატორებს - მარიამ ხოსიაშვილს და თეონა უმცროსაშვილს შპს „ახმეტა გამწვანების“ მმართველის მოადგილემ, თემურ ერთგულაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამუშაოს შესრულებაშ...
2012-07-09
2012 წლის 24 ივნისს ზაქარია ქინქლაძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთან, პაატა სუხიშვილთან შელაპარაკების გამო დააკავეს და 25 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. საია დაკავებული პირის ინტერესებს იცავს....
იხილეთ ყველა (3) კომენტარი
2012-06-15
2012 წლის 13 მაისს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი „კარდაკარის“ რეგისტრატორების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების დროს შეესწრო შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთმა რესპონდენტმა ციური ლოლაძემ მათ განუცხადა, რომ ამომრჩევლების პირადობის მოწმობის მონაცემებს აგროვებდა.ლოლაძემ განაცხადა, რომ აღნიშული დავალება მას საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ვალერი დედაბრიშვილმა მისცა....
2012-06-15
ირმა პეტრიაშვილი, რომელიც სამი შვილის დედაა, ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩა N88 ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ირმა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების განყოფილებამ საარსებო შემწეობა მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ის კოალიცია „ქართულ ოცნების“ საქმიანობაში ჩაერთო....
2012-05-21
2012 წლის 4 აპრილს ახმეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გულჩინა წიქორიძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ გაზეთებს ავრცელებდა დაემუქრა, რომ, თუ იგი გაზეთების გავრცელებას თავს არ დაანებებდა, დაკარგავდა თავშესაფარს და შეუწყდება ყველა სახის სოციალური დახმარება, რომლის ბენეფიციარიც ამჟამად არის. 17 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, დაუდგენელმა პირებმა გულჩინა წიქორიძეს თავშესაფარი დაურბიეს....
2012-03-05
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს ძირითადად საჯარო მოსამსახურეები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები დაახვედრა.
[youtube]4bO_PAMddMs[/youtube]...