ჩანაწერების რაოდენობა: 4
|
|
|
1 |
|
|
თარიღი: 2018-12-10
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
ხაშურში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეხანძრე-მაშველებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ და საარჩევნო უბნიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის დამადასტურებელი ფოტო მასალის გამოტანას სთხოვენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან ერთ-ერთმა მეხანძრემ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. ერთ-ერთ მეხანძრეს კი მმართველი პარტიის წარმომადგენელი შეპირდა შესაბამისი ტელეფონით უზრუნველყოფას, რათა ფოტოს გადაღება შეძლოს....
|
თარიღი: 2018-11-19
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა რომ ხაშურის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელები მშობლებს პირადობის მოწმობების ასლებს თხოვენ. მშობლის კითხვაზე, თუ რატომ არის საჭირო პირადობის მოწმობის მიტანა სააღმზრდელო დაწესებულებაში ბაღის თანამშრომელმა არ უპასუხა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. მშობელს ეჭვი აქვს რომ ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება....
|
თარიღი: 2018-11-10
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-10
10 ნოემბერს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 5 წლის თავის აღსანიშნავად სამონასტრო კომპლექს ბანას ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს, სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა სხვადასხვა ეპარქიიდან. ტრაპეზის შემდეგ სუფრასთან სასულიერო პირები მრევლს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილისთვის სთხოვდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მრევლმა მიაწოდა....
2018-11-08
8 ნოემბერს ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი საბავშვო ბაღებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულებს ხელფასების 20%-ით გაზრდას შეპირდა. ხაშურის მერმა ხელფასების 20%-ით მატების შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელსაც დაუდასტურა. გურასპაშვილმა განაცხადა, რომ გაზრდილ სახელფასო სარგოს ისინი იანვრიდან მიიღებენ.
მე-7 საბავშვო ბაღის დირექტორი, ლიანა საბანაძე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ხელფასების მომატებას შეეხებოდა ...