ჩანაწერების რაოდენობა: 5
|
|
|
1 |
|
2012-07-14
2012 წლის 14 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილს ცუცხვათის თემის რწმუნებულმა - ჯემალ ობოლაძემ დაურეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მოგვიანებით მათი შეხევდრა რწმუნებულის მხრიდან კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თემურ კუპრაშვილი ორგანიზებას უწევდა კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრას ახალგაზრდებთან ცუცხვათის თემში.
საბოლოოდ ახლგაზრდებთ...
2012-07-13
2012 წლის 8 ივნისს, როდესაც ელგუჯა ობოლაძე იწყებდა „TV-9“-ის ოპერატორის ტრანსპორტირებას, მასთან მივიდა კახა ვახტანგაძე და მათივე განმარტებით, მიაყენა როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. ობოლაძე აცხადებს, რომ ვახტანგაძე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ განაწყობდა მას კი რაიმე საპასუხო ქმედება არ ჩაუდენია....
2012-06-25
2012 წლის 16 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სერგო ბრეგაძეს, მისივე განმარტებით, ტყიბულის საკრებულოს თანამშრომელი დავით ჭანკვეტაძე დაემუქრა და უთხრა, რომ თავი დაენებებინა "ოცნებებისთვის" რადგან მისი პირადი მონაცემები აქვთ და მისთვისვე უმჯობესი იქნებოდა გულისხმიერებით მოკიდებოდა ამ გაფრთხილებას....
2012-06-15
2012 წლის 30 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების“ ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიკროავტობუსის მძღოლს, გიორგი ბოჭორიშვილს შეუთანხმდნენ, რომ მას კოალიციისათვის გაეწია ავტოსატრანსპორტო მომსახურება 2012 წლის 7 ივნისს ქუთაისში დაგეგმილი აქციისათვის. რამდენიმე საათში მძღოლს შეხვდა გამგეობის თანამშრომელი და „მეგობრულად ურჩია“, რომ გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“....
2012-05-21
2012 წლის 15 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტყიბულის წმინდა გიორგის ეკლესიაში, ასევე, სოფლებში ორპირი და ნაბოსლევი მრევლისათვის დარიგებული იქნა პასკა, წითელი კვერცხი, პატარა ხატი და სანთელი. კეთდებოდა განმარტება, რომ აღნიშნული საჩუქარი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის პალიკო კუბლაშვილის შემოწირულობა იყო....