2012-08-19
2012 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. „გურია news”-ის მიერ დაფიქსირებულია კადრები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისურებს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები არიგებენ. ისინი, ასევე, იღებენ მითითებებს სააგიტაციო მაისურების გავრცელებასთან დაკავშირებით....
|
თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჩოხატაური , ბახმარო
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2012-08-19
2012 წლის 19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც, „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ცალკეულ ჟურნალისტს შეხვედრაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ. „გურია-ნუსის“ ცნობით, პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ბახმაროში, პრეზიდენტის ვიზიტისას პრეს-ზონა მომზადებული არ იყო რისი შექმნის ვალდებულებაც პრეზიდენტის ა...
2012-08-19
2012 წლის 19 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩოხატაურის სკოლის რამდენიმე პედაგოგი დასწრებას არ აპირებდა. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე სკოლის დირექტორი მათ ხელფასის დაქვითვით დაემუქრა, რის გამოც პედაგოგები შეხვედრას დაესწრნენ.
„სამართლიანი არჩევნები“ პედაგოგების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებს....
2012-08-19
ბახმაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაისურებს გუბერნატორის მოადგილე ლელა თავართქილაძე და ჩოხატაურის გამგებელი ლელა იმედაშვილი არიგებენ და შესაბამის მითითებებს იძლევიან თუ ვინ უნდა ჩაიცვას მაისური. ხოლო, პოლიციელები უზრუნველყოფენ მაისურებსი გადატანას.
[url]//gurianews.com/index.php?option=com_seyret&Itemid=189&task=videodirectlink&id=229[/url]...
2012-07-13
2012 წლის 17 ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის რწმუნებულმა ბეჟან ხაბეიშვილმა, დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგ მარიკა ონიანს „ურჩია“, რომ არ წასულიყო კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე ოზურგეთში, რადგან შესაძლებელია მას პრობლემები შექმნოდა....
2012-07-13
2012 წლის 17 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების რწმუნებული, ოთარ დოლიძე მოქალაქე ნანი გოგელიას დაემუქრა, რომ თუ ის და მისი შვილები დაესწრებოდნენ კოალიცა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციას ოზურგეთში, მათ „საქმე კარგად არ წაუვიდოდათ“....
2012-05-21
სოფელ ბუკისციხეში 2012 წლის 30 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა. მიწვეულ მოსახლეობას ამავე სოფლის მცხოვრებმა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა, ნანა სიხარულიძემ „ურჩია“, რომ არ წასულიყვნენ შეხვედრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა პრობლემები შექმნოდათ. მოქალაქეებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს....
2012-05-21
2012 წლის 27 აპრილს მუქარა განხორციელდა სოფელ ზოტში მცხოვრებ იური გიორგაძეზე, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მის ოჯახში არაგეგმიურ შემოწმებაზე სოციალური მუშაკი მივიდა და განუცხადა, რომ თუ დაამონტაჟებს ანტენას ან იაქტიურებს პარტიის სასარგებლოდ, მას სოციალური დახმარება შეუწყდება. მაისის თვიდან იური გიორგაძეს შეუწყდა სოციალური დახმარება....