2018-11-08
8 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას განაცხადა, რომ სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული....
2018-11-08
8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019-2020 წლებში 7,526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება. 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, რაც დაახლოებით 2900 ადამიანია. 1-ელი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც....
|
თარიღი: 2018-12-10
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
ხაშურში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეხანძრე-მაშველებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ და საარჩევნო უბნიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის დამადასტურებელი ფოტო მასალის გამოტანას სთხოვენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან ერთ-ერთმა მეხანძრემ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. ერთ-ერთ მეხანძრეს კი მმართველი პარტიის წარმომადგენელი შეპირდა შესაბამისი ტელეფონით უზრუნველყოფას, რათა ფოტოს გადაღება შეძლოს....
|
თარიღი: 2018-12-10
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-12-10
მარნეულის „ქართული ოცნების“ თანამშრომლებისა და აქტივისტების მიერ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე ხორციელდება ზეწოლა. კერძოდ სტუდენტებს ეუბნებიან, რომ თუ აღნიშნული პარტიაში გაგრძელებენ აქტივობას, კომპანია „სოკარი“ მათი სწავლის საფასურს აღარ გადაიხდის. აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მარნეულში მცხოვრებმა ორმა სტუდენტმა მიაწოდა....
|
თარიღი: 2018-12-10
ოლქი: ბორჯომი , ბორჯომი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-12-10
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ბორჯომში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დასაქმებულებს დავალებული აქვთ მეორე ტურში არჩევნებზე მისვლა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ აგიტატორებს აქვთ ამომრჩეველთა ერთიანი სიები, მისამართების მიხედვით, სადაც მითითებულია თუ ვინ იყო არჩევნების პირველ ტურზე და ვინ არა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეებზე გაიცემა მკაცრი დავალებები, რომ...
|
თარიღი: 2018-12-10
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-12-10
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ერთ-ერთი პედაგოგის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მასწავლებლებს მერის წარმომადგენლისგან, მერაბ თორდიასგან მიღებული აქვთ დავალება, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლისა და ხმის მიცემის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გასწვრივ ბიულეტენში უნდა მიაწერონ თავისი გვარის პირველი ასო....
2018-10-30
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, მანანა ეგიდხანიშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მისი თქმით 30 ოქტომბერს დაუკავშირდნენ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. მიზეზად ის გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ მის აქტივობას ასახელებს.
დასუფთავების სამსახურის განცხადებით კი, მანანა ეგიდხანიშვილს ხელშეკრულების ვადა 30 ოქტომბერს ამოეწურა და გასაგრძელებლად მასვე უნდა მიემართა წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვლ...
2018-11-29
29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი - ალიოშა გულიოღლი თანასოფლელებმა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა - გულო ბაირამოვმა და გურაზა ბაირამოვმა სცემეს. ნაცემი ალიოშა გულიოღლი, კასპში მედალფას კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულს მედიკოსებმა, თავის ტრავმა (ტვინის შერყევა) დაუდგინეს.
თავდაპირველად კონფლიქტი გულო ბაირამოვსა და ალიოშა გულიოღლის შორის არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს დაიწყო. სოფელ ხიდისყურის ცენტრში, „ქართული ოცნე...
2018-11-19
ქუთაისში ე.წ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ენმ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატები დააზიანეს. პლაკატებზე გაკეთებულია სხვადასხვა სახის წარწერები. ენმ-ს წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს უთხრა, რომ სააგიტაციო მასალა დააზიანა კახაბერ აბზიანიძემ, რომელიც მისი თქმით მოძრაობა „არა მიშას“ ოფისის ხელმძღვანელია.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ესაუბრა კახაბერ აბზიანიძეს, რომელიც აცხადებს, რომ ტერიტორია, რომელზეც პლაკატებია გაკრული მის საკ...
2018-11-19
ბაღდათში სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატზე გადაკრულია მინერალური წყლის „საირმეს“ რეკლამა....
2018-11-19
გორში მასობრივად არის დაზიანებული გრიგოლ ვაშაძის პლაკატები. წითლად აწერია „KGB“ და „აგენტი“. ასევე, დატანილია სხვადასხვა სახის ილუსტრაციები....
2018-11-19
გლდანის პირველ მიკრო-რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებასთან განთავსებულ სალომე ზურაბიშვილის ბილბორდს დაუდგენელმა პირმა წითელი საღებავი შეასხა. „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია თუ ვინ დააზიანა მათი მხარდაჭერილი კანდიდატის სააგიტაციო მასალა....
2018-11-19
ამჟამად უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები 320-ლარიან დანამატს იღებენ, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტით თანხა 150 ლარით გაიზრდება. დანამატის ზრდა 2020-2021 სასწავლო წელსაც იგეგმება....
2018-11-19
ქარელის მერმა ბაგა-ბაღების დირექტორებთან შეხვედრა ჩაატარა, სადაც მათ ხელფასის მომატებასთან ერთად დაჰპირდა რომ მუშაობისთვის უკეთეს პირობებს შეუქმნიდა და უფრო მეტ დამლაგებლებსაც აიყვანდნენ, რაც შრომას შეამსუბუქებდა. ეს ინფორმაცია დამკვირვებელს ბაგა-ბაღების დირექტორებმა მიაწოდეს თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მათივე განცხადებით ბაგა ბაღების გაერთიანების გამგეები თათბირებს ატარებენ და თანამშრომლებს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე უ...
2018-11-19
ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასების გაზრდას დაპირდნენ, სანაცვლოდ კი უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი უნდა დაუჭირონ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყველა თანამშრომლებს პირადი ნომრები გამოართვეს და ასევე მოსთხოვეს ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც. ინფორმაცია „სამართლიან არჩევნებს“ ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა დაუდასტურეს, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვეს....
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მცხეთაში მოსახლეობას წყლის დავალიანებას უნულებენ. მოქალაქეს რომელმაც აღნიშნული ფაქტი დამკვირვებელს მიაწოდა ვინაობის გამხელა არ სურს....
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით ერთ-ერთმა ოჯახმა მიიღო შეთავაზება, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემულ თითო ხმაში ოჯახი მიიღებდა 50 ლარს. სხვა ოჯახმა მუნიციპალიტეტისგან დახმარების სახით მიიღო ჩვილის პამპერსები....
2018-11-19
გურჯაანში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს სთავაზობენ 50 ლარს არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღისთვის მათი პირადობის მოწმობების სანაცვლოდ....
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან პირად საუბარში კონკრეტული პირები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ კოორდინატორები პირდებიან 30 ლარს იმის სანაცვლოდ, რომ არჩევნებზე მივიდნენ. სავარაუდოდ, ასეთი მუშაობა მიმდინარეობს მათთან ვინც არჩევნებზე ზოგადად არ დადის....
2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ პირადობის მოწმობები ან აქვთ ვადაგასული პირადობის მოწმობები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, აქტივისტები და აგიტატორები სთავაზობენ თანხის გადახდას პირადობის მოწმობების ასაღებად. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და ერთ-ერთმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ მას შესთავაზეს პირადობის მოწმობის ასაღებად თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში თუ ის მხარს დაუჭერს სალომე ზურაბი...