2013-09-05
5 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა აბრამიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. წასვლის მიზეზი არ სახელდება, თუმცა მუნიციპალიტეტში უკვე დიდი ხანია გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილი იყო მისი მუშაობით.
6 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე არჩეულ იქნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ თოფჩიშვილი.
გამგეობაში აგვისტოში გამგებლის ორი მოადგილეც შეიცვალა.
...
2013-08-30
30 აგვისტოს ომარ (ოლეგ) იაძემსაკრებულოსგადადგომის თაობაზე პირადი განცხადებით
მიმართა. კენჭისყრაში მხოლოდ ერთი, ომარ იაძის წარდგენილი კანდიდატი - გოჩა
გოჩიტაშვილი მონაწილეობდა, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული.
3 სექტემბერს, როდესაც გამგეობის თანამშრომლებს კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა -
დავით ონოფრიშვილმა ახალი გამგებელი წარუდგინა, შეხვედრას „ქართული ოცნების“
ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ბერიანიძეც დაესწრო.Qartli.Ge -ზე
გავრცელებულ ვიდეომასალიდან ჩანს, რომ რამაზ ბე...
2013-08-29
29 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად ზაზა გულიაშვილი წარადგინა. დეპუტატებმა მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. გულიაშვილი ადრე ქარელის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი არ გამოცხადებულა.
შეგახსენებთ, რომ გამგებლის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე გოშაძე სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს....
2013-08-27
27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის გამგებელი, სიმონ პარუნაშვილი დააკავა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი გულგრილობა.
29 აგვისტოს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სიმონ პარუნაშვილს 3000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა da გამგებელს უფლებამოსილება დროებით შეუწყვიტა. გამგებლის მოვალეობას კი მოადგილე არსენ ბალახაშვილი ასრულებს.
...
2013-08-27
27 აგვისტოს ზესტაფონის გამგებელმა კახა გეწაძემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. აღნიშნული განცხადება საკრებულომ 29 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა. ამჯერად გამგებლის თანამდებობა ვაკანტურია და მის დასაკავებლადაც კონკურსი უკვე გამოცხადდა. ...
2013-08-26
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამდებობიდან გაათავისუფლეს გამგებლის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი დ. ჩართოლანი. ამ უკანასკნმელმა სარჩელი შეიტანა
სასამართლოში, რადგან მიიჩნევს, რომ იგი კანონდარღვევით, საკრებულოს თავმჯდომარის
ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
26 აგვისტოს საკრებულოში ორი პარალელური სხდომა გაიმართა. ერთ-ერთ სხდომაზე
დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს, ხოლო, მეორე სხდომაზე, რომელსაც
საკრებულოს თავმდჯომარე - მალხაზ ერაძე ესწრებოდა, პირველი სხდო...
2013-08-26
21 აგვისტოს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ დაანონსებული
აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აღარ შედგა, ვინაიდან 22 აგვისტოს გამგებელი - ვაჟა ბოლქვაძე შვებულებაში გავიდა. შვებულებაში, ასევე, გავიდა საკრებულოს
თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე.
26 აგვისტოს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გამგებელმა გადადგომის თაობაზე
საკრებულოს განცხადებით მიმართა. 29 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე საკრებულოში 24
სხდომა გაიმართა და ყველა მათგანი ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. 12-მა
...
2013-08-23
23 აგვისტოს გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც გადააყენეს
გამგებელი
- ზაზა ლიპარტელიანი. გამგებლის გადაყენების მიზეზად მისი
არაკომპეტენტურობა დასახელდა. საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს გამგებლის
მხარდამჭერებმა. მათ მთელი კვირის განმავლობაშისაკრებულოსშენობა პიკეტირებული ჰქონდათ.ზაზალიპარტელიანმა კი რაიონულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი
საკრებულოს წინააღმდეგ.
მოგვიანებით საკრებულო ფარულად შეიკრიბა და გამგებლის მოვალეობის
შემსრულებლელად გურგენ ფურლიანი (კოალიცი...
2013-08-23
23 აგვისტოს საკრებულოს წარედგინა თავმჯდომარის მხოლოდ ერთი - ავთანდილ
გოგიაშვილის კანდიდატურა, რომელმაც სხდომაზე კოლეგებისგან სრული მხარდაჭერა
მიიღო. ავთანდილ გოგიაშვილი საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
დეპუტატი იყო სოფელ სამთავისიდან, ერთი კვირით ადრე კიკოალიცია„ქართულ
ოცნებაში“ გაწევრიანდა....
2013-08-23
23 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გურამ ხოზრევანიძემ, საკრებულოს პირადი განცხადებით მიმართა გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან. განცხადება იმავე დღეს დაკმაყოფილდა. ყოფილმა გამგებელმა გათავისუფლების მიზეზად, სამუშაო ადგილის შეცვლა დაასახელა.
აღსანიშნავია ის, რომ იმავე სხდომაზე განიხილეს და დააკმაყოფილეს ბესიკ ბაუჩაძის განცხადება გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 22 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ორივე განცხადებ...
2013-08-23
23 აგვისტოს გამგებელი თამაზ დავითაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე დღეს ჩატარდა საკრებულოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდა 18 დეპუტატი, სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ტარიელ ებრალიძე დანიშნეს. დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი გამგებლის დანიშვნას. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველის პარლამენტში ომარ მეგრელიძეც.
ყოფილმა გამგებელმა “სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნ...
2013-08-23
23 აგვისტოს ქობულეთის საკრებულოში გაიმართა სხდომა, სადაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გიორგი რომანაძის კანდიდატურას საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას ინარჩუნებს, გამგებლის ახალ კანდიდატურას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის კადრად მოიაზრება, საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
ყოფილი გამგებელი, თენგიზ ზოიძე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახუ...
2013-08-23
2013 წლის 1 ივლისს გორის ”რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვალიურმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გორში მცხოვრებ გიორგი პაპიაშვილზე სამართალდამცავების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა,რათა მან ვალიაურს იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდოს.მისი თქმით გორის შ.ს. რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ჯერ კიდევ 2013 წლის 1 ოქომბრის არჩევნებამდე სთხოვდნენ პოლიციასთან ”თანამშრომლობას” და სისტემატურად აიძულებდნენ პოლიციისათვის პოლიტიკური პარტი...
2013-08-23
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის მიმართ უკვე ათი თვეა მიმდინარეობს ბრძოლა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უკვე არაერთხელ დადგა დღის წესრიგში, თუმცა 2013 წლის 10 ივლისს დავით მესროფაშვილმა თავად დაწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ოლეგ იაძის თქმით 9 ივლისს კასპის ”ქართული ოცნება”-ის რაიონული ოფისის სამი წ...
2013-08-22
22 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახაბერ ბენიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მიზეზად დაასახელა სხვა სამსახურში გადასვლა. დროებით მოვალეობის შესრულება პირველ მოადგილე ბადრი ჯობავას დაეკისრა.
26 აგვისტოს კი მუნიციპალიტეტში ჩატარდა საკრებულოს სხდომა, სადაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გოჩა ქაჯაია დაინიშნა.
...
2013-02-28
ბათუმის მერიაში განხორციელდა 4 საკადრო ცვლილება. დათხოვილია მერის ადმინისტრაციის უფროსი, მოადგილე და ორი სპეციალისტი. 12 თებერვალს საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს აპარატის სამი თანამშრომელი დაითხოვა სამსახურიდან. როგორც “სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალურ ხელმძღვანელთან საუბარისას განაცხადა საკრებულოს თავჯდომარემ, მათი დათხოვნის მიზეზი იყო ის, რომ სამივე თანამშრომელი იყო ფაქტიურად უფუნქციო და მათ ნაცვლად სხვა კადრების აყვანა არ მოხდება....
2012-12-24
ბოლო პერიოდის განმავლობაში დაპირისპირება იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, ვინაიდან მათ გამგებლის პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურა ჰყავდათ. 24 დეკემბერს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ნაწილი გამგეობაში შეიჭრა და გამგებლის გადადგომა მოითხოვა. მათ პოსტზე საკუთარი კანდიდატის, ლევან ლობჟანიძის დანიშვნა სურდათ და გააპროტესტეს კოალიციის მეორე ნაწილის მიერ დასახელებული ინა კაპანაძის კანდიდატურა. ადიგენის გამგებელმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს, რად...
2013-01-16
16 იანვარს გამგებლის გადადგომის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და მოსახლეობამ აქცია გამართეს. მათ ამ პოსტზე კოალიციის წევრის, გიორგი ზედგენიძის დანიშვნა სურთ.ზედგინიძის განცხადებით იგი „ქართული ოცნების“ შეთავაზებას დასთანხმდა და მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი, ბესიკ ბექაური განცხადების დაწერას არ აპირებს და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. საკრებულო კი ამ ეტაპზე გამგებლის შეცვლის საკითხს არ განიხილავს.
„...
2013-01-23
23 იანვარს საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოსახლეობა და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ესწრებოდნენ, ხმაურით წარიმართა. მოსახლეობის ნაწილი მოითხოვდა საკრებულოს თავმჯდომარის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით მესროფაშვილის გადადგომას. ასევე, სურდათ საკრებულოზე რამდენიმე პრობლემის განხილვა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის განცხადებით, მოსახლეობას საკუთარი აზრი არ ჰქონდა გამოხატული, როდესაც სხდომა დასრულებულად გამოცხადდა, რასაც მოჰყვა მოსახლეობის გაღიზიანება. მათი ნაწ...
2013-07-04
5 ივლისს აქცია კვლავ გაიმართა ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლება გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა სასამართლოს შენობას კვერცხები და პომიდვრები ესროლეს, აჭედეს სასამართლოს შესასვლელი კარი ცოცხებით. აქციის მონაწილეები მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილისგან იმ გადაწყვეტილების დასაბუთებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც მამუკა ხვედელიანი და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოსგან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.დემონსტრანტების ...