კოალიცია "ქართული ოცნების“ რეგისტრატორებზე, მარიამ ხოსიაშვილსა და თეონა უმცროსაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ახმეტაში
თარიღი: 2012-08-21
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2012-07-06 კოალიცია "ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა სიების გადამოწმება, რომელიც კარდაკარის პროგრამით ხორციელდება, რეგისტრატორებზე ზეწოლებით მიმდინარეობს. 2012 წლის 6 ივლისს ახმეტის N1 ჟალურის უბანზე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების - კარდაკარის განხორციელების დროს, რეგისტრატორებს - მარიამ ხოსიაშვილს და თეონა უმცროსაშვილს შპს „ახმეტა გამწვანების“ მმართველის მოადგილემ, თემურ ერთგულაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამუშაოს შესრულებაში ხელი შეუშლა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე