სკოლის პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა ჩოხატაურში
თარიღი: 2012-09-03
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩოხატაურის სკოლის რამდენიმე პედაგოგი დასწრებას არ აპირებდა. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე სკოლის დირექტორი მათ ხელფასის დაქვითვით დაემუქრა, რის გამოც პედაგოგები შეხვედრას დაესწრნენ. „სამართლიანი არჩევნები“ პედაგოგების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე