ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დანიშვნა
2012-11-30 ქედის საკრებულოს თავმჯდომარებს მუნიციპალიტეტის გამგებლების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი არ გამოუცხადებია, მიუხედვად იმისა, რომ კონკურსის გამოცხადების სამართლებრივი ვალდებულება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდა.
2012 წლის 03 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წარუდგინა გამგებლის ახალი კანდიდატურა, აჭარის ა/რ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვაჟა ბოლქვაძე. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა წარმოდგენილი კანდიდატი შესარჩევი კონკურსის გარეშე დაენიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.