ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2018-11-08 8 ნოემბერს ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი საბავშვო ბაღებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულებს ხელფასების 20%-ით გაზრდას შეპირდა. ხაშურის მერმა ხელფასების 20%-ით მატების შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელსაც დაუდასტურა. გურასპაშვილმა განაცხადა, რომ გაზრდილ სახელფასო სარგოს ისინი იანვრიდან მიიღებენ. მე-7 საბავშვო ბაღის დირექტორი, ლიანა საბანაძე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ხელფასების მომატებას შეეხებოდა და მერს თანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არ მოუთხოვია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე